თბილისი, 3 მარტი — Sputnik. პოლიციამ სასაზღვრო გამშვებ-პუნქტ „სადახლოს” ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე.
ნარკოტიკული საშუალება მებაჟეებმა ბრალდებულის ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას იპოვეს - ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხე საწვავის სისტემის დამატებით ავზში იყო მოთავსებული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.