თბილისი, 3 მარტი — Sputnik გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
27 წლის პოლიციელის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.