თბილისი, 2 მარტი – Sputnik. 2026 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა 2.029 პირის მიმართ დაიწყო, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ყველაზე მეტი ადამიანი მიეცა თბილისში (667), შემდეგ მოდის აჭარა (263).
2026 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ქურდობა — 280 შემთხვევა;
მუქარა — 253 შემთხვევა;
ოჯახური ძალადობა — 182 შემთხვევა;
ძალადობა — 189 შემთხვევა;
გაუპატიურება — 6 შემთხვევა;
გარყვნილი ქმედება — 3 შემთხვევა;
თაღლითობა — 70 შემთხვევა.
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან შენახვა - 536 შემთხვევა;
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება - 8 შემთხვევა;
ყალბი დოკუმენტების დამზადება - 105 შემთხვევა.