„თუ უკრაინას ბირთვული ბომბი ან სულ მცირე, ე.წ. ბინძური ბომბი ექნება, კიევი საომარი მოქმედებების დასრულებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების მოთხოვნას შეძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„იქ ტყუილად აქვთ იმედი, რომ პასუხისმგებლობას თავიდან აიცილებენ. მით უმეტეს, რომ ყველა საიდუმლო აუცილებლად გამოაშკარავდება. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში ბევრი გონიერი ადამიანია, რომლებსაც ესმით, თუ რა საფრთხეს უქმნიან მათი ლიდერების უგუნური ქმედებები მთელ მსოფლიოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ბრიტანელები და ფრანგები აცნობიერებენ, რომ მათი გეგმები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, პირველ რიგში, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. ამიტომაც, მათი ძალისხმება კონცენტრირებულია იმაზე, რომ კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ იგი კიევმა თავად შეიმუშავა“, - ნათქვამია განცხადებაში.