ბათუმში საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულებისას მამაკაცს თავზე მინა დაეცა და მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, ერთ-ერთ საწარმოში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება გამოცემა „აჭარა თაიმსი".
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების შესრულებისას მამაკაცს თავზე მინა დაეცა და მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.