1-ელი აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებულ ბილეთებს შესთავაზებს

კომბინირებული ბილეთები აერთიანებს იმ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც ვიზიტორთა რაოდენობითა და ტურისტული ინტერესით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს წარმოადგენს
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. 1-ელი აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული ბილეთების სისტემას შესთავაზებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ერთი ე.წ. კომბო ბილეთის საშუალებით შესაძლებელი იქნება რამდენიმე ტურისტულ ობიექტზე შესვლა.
ინიციატივის მიზანია ვიზიტორებისთვის ბილეთების ყიდვის პროცესის გამარტივება და ფინანსური დანახარჯის შემცირება.
"კომბინირებული ბილეთები ასევე უზრუნველყოფს დროის ეფექტიანად გამოყენებას და ეკოტურისტული მარშრუტების უფრო მოქნილად დაგეგმვას. იგი გაზრდის ინტერესს სხვადასხვა მიმართულების მიმართ და წაახალისებს ვიზიტორებს, ერთი ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე დაცული ტერიტორია მოინახულონ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში განაცხადეს, კომბინირებული ბილეთები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების დაბალანსებასა და ეკოტურიზმის განვითარებას.
„კომბო“ ბილეთები და მათი ფასები:
პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 20 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 45 ლარი
პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 35 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 75 ლარი
მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 22 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 50 ლარი
მარტვილის კანიონი + ოკაცეს კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 38 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 80 ლარი
ოკაცეს კანიონი + კინჩხის ჩანჩქერი
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 22 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 40 ლარი
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევი
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 35 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 85 ლარი
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + კინჩხას ჩანჩქერი
ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 38 ლარი;
ბილეთი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 90 ლარი.