თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით შიდა ქართლში ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელ სახლში ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც 10ათას ლარამდე ღირებულების ელექტრომოწყობილობას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
კომპლექსურად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ ნაქურდალი მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.