ამის მიღწევას ხელისუფლება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების ხარჯზე გეგმავს. ამასთან, მთავრობა უახლოესი 3 წლის განმავლობაში უმუშევრობის 4%-მდე შემცირებას გეგმავს. თუმცა, მიუხედავად ეკონომიკური თავისუფლების მაღალი მაჩვენებლებისა, სოციალური სამართლიანობის სფეროში ჯერჯერობით სერიოზული პრობლემებია - ესაა შემოსავლების უთანასწორობა, მაღალი უმუშევრობა და ხარისხიან სოციალურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა.
ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც ცხოვრების დონე დიდ ქალაქებთან შედარებით დაბალია. სოფლად მაცხოვრებლებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება უფრო რთულია, მძიმე მდგომარეობაა ასევე სოციალური დახმარებისა და პროფესიონალური სამედიცინო მომსახურების მიღების მხრივ.