დაკავებულია მამაკაცი, რომელიც 11 წლის გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა

დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ 11 წლის არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. მამაკაცმა მოზარდი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.