ფიგურული ციგურაობა: ანასტასია გუბანოვა ოლიმპიადაზე დღეს თავისუფალ პროგრამას წარმოადგენს

აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში თავისუფალი პროგრამით საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.
ქალთა შორის თავისუფალი პროგრამით გამოსვლა დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
მოკლე პროგრამის შემდეგ გუბანოვა 71,77 ქულით მეექვსე ადგილზეა. ის თავისუფალი პროგრამით ყინულის მოედანზე მე-19 ნომრად წარდგება.
აღნიშნული გამოსვლით საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობას დაასრულებს.
ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ წყვილებში წარმატებით იასპარეზა ანასტასია მეტელკინა-ლუკა ბერულავას წყვილმა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად, ზამთრის სპორტის სახეობებში ოლიმპიური მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების წევრები ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ.
ამ ეტაპზე, ქართველი მოციგურავეები გუნდური ასპარეზობის ტურნირში მეოთხე ადგილზე არიან, ნიკა ეგაძე მე-10, ხოლო დიანა დევისი/გლებ სმოლკინის წყვილი მე-13 ადგილზეა.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.