თიანეთში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა თიანეთში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 56 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაზიანება მიაყენა 47 წლის მამაკაცს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.