თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 42 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მუცლის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.