ბაკურიანი ჯაზფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბაკურიანი ჯაზფესტივალ Winter Jazz Bakuriani 2026-ს პირველად მასპინძლობს.
ორდღიანი ფესტივალი, რომელიც გუშინ გაიხსნა, სასტუმრო კოხტა-ბაკურიანის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში ზამთრის სცენა არაერთ ცნობილ საერთაშორისო არტისტს დაეთმობა. ფესტივალში მონაწილეობს 60-მდე მუსიკოსი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
14 თებერვალს ფესტივალი Sweet Life Society Soundsystem-ის კონცერტით გაიხსნა, რომელიც ევროპის მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთ გამორჩეულ live-პროექტად მიიჩნევა. სტუმრების წინაშე ასევე წარსდგა ნიდერლანდური ბენდი Kraak and Smaak და ლეგენდარული ინგლისელი ვოკალისტი დენის როლინსი ბენდთან ერთად.
ფესტივალი, რომელიც სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ციის მხარდაჭერით ტარდება, ბაკურიანის სტუმრებს ჯაზის, ფანკის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ინტერპრეტაციებს სთავაზობს.