პრემიერი მიუნხენის კონფერენციას გამოტოვებს - ვინ წარადგენს საქართველოს მთავრობას

მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო მოწვევა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ჩევნი წარმომადგენელი დაესწრება განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად ვინ წარადგენს ხელისუფლებას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ღონისძიებას პირადად იგი არ დაესწრება, თუმცა, არ გამორიცხა კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა.
„მე არ ვიქნები მიუნხენის კონფერენციაზე. მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და მთავრობის წარმომადგენელი იქნება ამ კონფერენციაზე", - განაცხადა პრემიერმა.
რა ფორმით იქნება მთავრობა ფორუმზე წარმოდგენილი, ამას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ, დასძინა კობახიძემ.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. 2026 წელს მიუნხენის 62-ე უსაფრთხოების კონფერენცია 13-დან 15 თებერვლის პერიოდში გაიმართება.