თაღლითური სქემა: საქართველოში 5 მლნ ევროს ღირებულების მანქანების უკანონოდ შემოყვანა სცადეს

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე-ოფიცრებმა ძვირადღირებული ავტომობილების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაახლოებით 5 მლნ ევროს ღირებულების 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები საბაჟო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა.
„უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილ იქნა მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.