თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირს, ნატოს და ეუთოს ყავლი გასდის, მსოფლიო სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს ერთიანი ევრაზიული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„ყველა ეს ორგანიზაცია: ნატო, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირისთვის მიცემული თავისი შეუსრულებელი დაპირებებით არ გაფართოვდნენ აღმოსავლეთით და ევროკავშირი, რომელმაც ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობის მთლიანი ინფრასტრუქტურა გაანადგურა და განსაკუთრებით ეუთო, რომელიც მთლიანად დაემორჩილა დასავლეთის ცალმხრივ ქმედებებს და დაივიწყა კონსენსუსის ფუნდამენტური პრინციპი, მისი ყველა მონაწილის შეთანხმება - ისინი მოძველებულია და ყავლი გასდის“, - განაცხადა ლავროვმა ტელეარხ BRICS-თან ინტერვიუში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო სულ უფრო მეტად ინტერესდება მოსკოვის ინიციატივით, შექმნას ევრაზიული უსაფრთხოების სტრუქტურა „დიდი ევრაზიული პარტნიორობის“ საფუძველზე, რომელსაც ქმნიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიკური კავშირი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია.
ლავროვის თქმით, რაც უფრო მჭიდროა კავშირები ასეთ რეგიონულ და სუბრეგიონულ ასოციაციებს შორის, მით უფრო მყარია საფუძველი საერთო და ერთიანი უსაფრთხოების მოდელის შესაქმნელად.