თბილისში 9 კვების ობიექტი დალუქეს

სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:
1.
შპს "კოსმო ინკ", ბრენდული დასახელება Fire wok (თბილისი, დადიანის 20);
2.
ინდმეწარმე ჰ. ს. (გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);
3.
შპს "მიაო ჯია" ( თაბუკაშვილის ქუჩა 6);
4.
შპს "იომი 1977" (გამრეკელის 3);
5.
ინდმეწარმე დ. ქ. სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ);
6.
შპს "რ ნ ა ენთერფრაისი", ( შ. ნუცუბიძის 2);
7.
შპს "ალ მადინა კეივ" (ტეტელაშვილის ქუჩა 2);
8.
შპს "იოკო აზია" (კაფე-ბარი რესტორანი; ჭავჭავაძის ქ. N19);
9.
შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (ბუდაპეშტის 32).
გარდა კრიტიკული შეუსაბამობების, აღნიშნულ ობიექტებში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს.