თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი13 კვების ობიექტის სამზარეულოში განხორციელდა.
"სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის დარღვევა", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
"ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.