პოლიციამ თბილისში მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღო: დაკავებულია ორი პირი

მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა 27 წლის წარსულში ნასამართლევი საქართველოს მოქალაქე და 39 წლის ირანის მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე სხვადასხვა დროს დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: "მეთადონი" და "გამომშრალი მარიხუანა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.