თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით თურქეთის 51 წლის მოქალაქე თბილისში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 40 წლის მეუღლეს - „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 120-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.