თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 1.030 ადამიანია დაფიქსირებული, აქედან 41 მათგანი 2025 წელს დაიკარგა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.
უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძირითადი ნაწილი, რომელთა აღრიცხვასაც შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე აწარმოებს, მამაკაცია.
რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, წლის დასაწყისიდან საქართველოში 123 ადამიანი გაუჩინარდა, ნაპოვნია მხოლოდ 82. ამასთან, 13 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
დაკარგულთა ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ამასთან, 2025 წელს დაიკარგა 10 უცხოელი, მათგან 9 იპოვეს.