თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით 3 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკიც 27-დან 34 წლამდეა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, თანამზრახველებთანსთან ერთად, ცოლად შერთვის მიზნით 20 წლის გოგონა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, წაიყვანა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და მასზე სექსუალურად იძალადა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 და 137-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.