თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. იმერეთის პოლიცამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა 33, 47 და 58 წლის ბრალდებულები სხვადასხვა დროს დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
უწყების ცნობით, დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერი, 38 ვაზნა, მჭიდი და მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლს მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,.