აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. პოლიციამ ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა, იუყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში ედება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ,ასევე, ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.