თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 23 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში ბრალდებულსა და 55 წლის პირს შორის მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
უწყების ცნობით, 55 წლის პირმა დაპირისპირების დროს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.