თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2025 წლის დეკემბრიდან განზრახ მკვლელობისთვის იძებნებოდა.
აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა მარნეულში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.