საკვანძო პრობლემა - ტურისტული ნაკადის ზომიერი ზრდის ფონზე სასტუმროს ნომრების სწრაფი ზრდაა. თუ პანდემიამდე სასტუმროები, როგორც წესი, გაწეულ ხარჯებს 7-8 წელიწადში ინაზღაურებდნენ, დღეს ეს პერიოდი 15-20 წლამდე გაიზარდა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქების დიდ ნაწილში ბაზარი უკვე გაჯერებულია. გამონაკლისია ქუთაისი, რომელიც კვლავ განიცდის სასტუმროს ნომრების დეფიციტს.
ტურიზმის დაჩქარებული ზრდის გარეშე სასტუმროების სექტორს სულ უფრო მეტად გაუჭირდება, აცხადებენ დარგის ექსპერტები.