თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.