თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე უწყებამ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამძიებო ღონისძიებები.