თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 52 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.