თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულთა ასაკი 21-დან 29 წლამდეა.
შემთხვევა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს 29 წლის პირზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.