თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა მუქარის ბრალდებით 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 იანვარს ერთ-ერთ პირს სოციალურ ქსელში ცემისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.
სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.