სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა სიღნაღში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 10 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 37 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან გასროლით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.