თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 41 წლის პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეორე ბრალდებულმა კი აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 16 წლის არასრულწლოვანზე.
სამართალდამცველებმა 2004 წელს დაბადებული ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 126-ე პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს რაც, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.