თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 წლის ქალს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედება.
სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.