მარნეულში გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული კრიმინალურ ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მცირე ბიზნესით დაკავებულ 59 წლის პირს ემუქრებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით, ასევე ქონების განადგურებით და 4 ათას აშშ დოლარს სთხოვდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.