პოლიციამ ქვემო ქართლში ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

დანაშაული 7-წლამდე წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სისტემატურად ჩადენილი ძალადობისა და არაერთგზის გამოძალვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 39 წლის მამაკაცი მარნეულში დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანასოფლელს 2025 წლის სექტემბრიდან სისტემატურად სთხოვდა ფულს და გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაზარალებულმა პირმა მუქარისა და დაშინების გზით ბრალდებულს ჯამში 1300 ლარი გადასცა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.