პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

დანაშაული 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას 38 წლის მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.