პოლიციის მანქანას თავს დაესხა და მიიმალა: დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი

დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 26 წლის მამაკაცმა ბრალდებულმა თბილისში, მეტროსადგურ „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.