თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2026 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლების ახალი სისტემა ამოქმედდება.
სიახლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ.
რაც შეეხება მიღებას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იდენტური საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა ერთამდე შემცირდება. თუმცა, სტუდენტებს ჩარიცხვისთანავე შეეძლებათ კომერციულ უნივერსიტეტებში პროგრამების არჩევა.
გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვა, ისინი სწავლას მხოლოდ საქართველოში არსებულ კერძო უნივერსიტეტებში შეძლებენ.