თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსთვის ახალ რელსებს შეიძენს

განაცხადების მიღება 2026 წლის 9 თებერვალს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მეტროს ახალი რელსების შესაძენად.
7,2 მილიონი ლარის ტენდერი ითვალისწინებს 1,5 ათასი ტონა რელსების შესყიდვას, რომლებიც 2026 წელს უნდა იყოს დამზადებული.
ტენდერის პირობების თანახმად, რელსი უნდა იყოს მეტროპოლიტენისთვის დამზადებული/განკუთვნილი და უნდა შეესაბამებოდეს ГОСТ Р 51685 ან ეკვივალენტურ სტანდარტს.
რელსის დასამზადებლად გამოყენებული ფოლადი უნდა იყოს მარტენული ან ჟანგბად-კონვერტორული ან ელექტო ღუმელის მეთოდით დამზადებული, თერმულად არაგანმტკიცებული, ფოლადის კატეგორია НТ260 ან მისი ეკვივალენტური კატეგორიის, K76Ф ან Э76Ф ან მათი ეკვივალენტური მარკის. რელსის სტანდარტული სიგრძე უნდა იყოს 25 მეტრი.
განაცხადების მიღება 2026 წლის 9 თებერვალს დასრულდება.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის (16) და საბურთალოს (7) ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.