თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ამერიკული დესანტის მიერ დაკავებული გემ „მარინერის“ ეკიპაჟის 28 წევრიდან 20 უკრაინის მოქალაქეა, 6 - საქართველოს მოქალაქე (კაპიტნის ჩათვლით), ხოლო ორი პირი - რუსეთის მოქალაქეა, იუწყება Sputniklive.
თავდაპირველად, გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ „მარინერს“ გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.
გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო. (სოჭის პორტის კაპიტანს ასეთი დროებითი რეგისტრაციის გაცემის უფლებამოსილება ჰქონდა.)
მიუხედავად იმისა, რომ რეისი წმინდა კომერციული ხასიათისა იყო, რუსული მხარე ვალდებულებას იღებს მოაგვაროს ბორტზე მყოფი რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.