პროცესია თბილისის ცენტრის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართება.
მსვლელობას, ტრადიციულად, ანგელოზის კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მათ მიჰყვებიან მწყემსის სამოსში გამოწყობილი მამაკაცები - სახარების თანახმად, ისინი იყვნენ პირველი, ვინც ქრისტეს დაბადება შეიტყვეს.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში უჭირავთ წითელჯვრიანი თეთრი დროშები, ხატები და სანთლები. „ალილოს" მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის - „ალილოს" მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.
თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათს და ფულად შემოწირულობებს, რაც მომდევნო დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.