სვენტიცკი უკანასკნელ გზაზე გააცილეს კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილმა სახეებმა, ჟურნალისტებმა, მწერლებმა, რეჟისორებმა, ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის წარმომადგენლებმა. ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მსახიობები - თეატრის, რომელსაც სვენტიცკიმ საკუთარი ცხოვრების 40 წელი დაუთმო.
ნიკოლაი სვენტიცკიმ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და შენარჩუნებაში. იგი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რუსეთის დამსახურებული არტისტი და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი.