თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. სამეგრელოს პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 იანვარს, ზუგდიდში ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს, იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.