მსოფლიო დღეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

2 იანვარს ზელენსკიმ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მალიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, განაცხადა უმაღლესი რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ.
„ვასილ მალიუკმა (ვოლოდიმირ - Sputnik), ზელენსკის მოთხოვნით, გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა“, - დაწერა გონჩარენკომ თავის Telegram-არხზე.
დეპუტატის ვარაუდით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს დროებით გენერალი ევგენი ხმარა უხელმძღვანელებს.
2 იანვარს ზელენსკიმ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალის ნაცვლად ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი წარადგინა. მან ასევე ხელი მოაწერა ბრძანებულებებს კირილ ბუდანოვის თავისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ოლეგ ივაშჩენკოს კი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.