თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო რეისების განხორციელება დროებით შეჩერებულია.
უამინდობის გამო ფრენები ვერ შესრულდა ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით. აეროპორტში იმყოფებიან როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ფრენების განახლებას ელოდებიან.
აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეისები შესრულდება ამინდის გაუმჯობესებისთანავე.