შშმ პირთა სოციალური დახმარება გაიზარდა

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე პირებისთვის სოციალური პაკეტი 45 ლარით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები 1-ელი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე პირებისთვის სოციალური პაკეტი 45 ლარით გაიზარდა, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისთვის - 20 ლარით. როგორც ნავარაუდევია, შშმ პირთა სოციალური დახმარება ყოველწლიურად გაიზრდება.
2025 წლის 1-ელი იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ფინანსურმა დახმარება 435 ლარს, სხვა კატეგორიის შშმ პირებისთვის - 215 ლარს შეადგენს.
საქართველოში შშმ პირები ოთხ ჯგუფად იყოფიან: პირველი (მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მეორე (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), მესამე (ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და მეოთხე (ბავშვები - პირველი, მეორე, მესამე ჯგუფი).