თბილისი, 31 დეკემბერი- Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში ყაჩაღობის ბრალდებით 19 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 63 წლის პირი დანის მუქარით დააყაჩაღა, ძვირფასეულობა და 14 ათასი ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.