თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორ ,,გორგაძეთის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 34 და 55 წლის მამაკაცები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით უკანონოდ, ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.
გამოძიება სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.